65 წლის ასაკში ქართველი მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. ჟურნალისტი თამარ მუკბანიანი სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალებას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საშინელ ბრძოლაში და ყოველთვისაც გვერდით მუდმივად მეუღლე ედგა.
„სოსო ჯაჭვლიანი მძიმე სენს რამენიმე წელი ებრძოდა. ძირითადად კლინიკებში და ამ საშინელ ბრძოლაში გვერდით მუდმივად ცოლი ედგა.
იქამდე, 31 წელი იყვნენ ერთად, სამი შვილი ჰყავთ და ათასი ერთად გამოვლილი გზა. პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟიც კი…
თვითონ სოსო, სულ ამაყობდა, ვიღაცებივით ათასი ცოლი არ გამომიცვლია, ერთი ცოლი მყავსო. ის, ცნობილი “იბიარდის” კონტექსტიც გემახსოვრებათ.
სულ ირმას უმადლოდა, მიძლებსო და რავი, მარტო ამ ყველაფრის ფონზე, ცოტა, სუუულ ცოტა უხერხული ხომ არ არის ,,მარიტასთან” წასვლა რომ გადაუწყვიტეთ და ზეციური ქორწინება მარტო იმიტომ, რომ ,,შესაფერისები” იყვნენ 21 წლის ასაკში.
ის დღეები რომ გადაივლის, როგორი სამძიმრის პოსტებს ნახავენ ქსელში მისი ოჯახის წევრები.
გვეფიქრა ამაზე“ – დაწერა ჟურნალისტმა.