იტალიური რადიო TV Series A-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ ისაუბრა:
“თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ჩემთვის ჩემი შვილის მისამართით ნათქვამი შესანიშნავი სიტყვები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “ნაპოლის” სკუდეტოს მოპოვებაში დაეხმარა.
ძალიან რცხვენია, როდესაც დიეგო მარადონას ადარებენ, თუმცა ბედნიერია და იცის, როგორ გადაუხადოს ამისათვის ფანებს მადლობა. მე ნეაპოლსა და მთელ იტალიას მადლობას ვუხდი, რომ აფასებენ და უყვართ ჩემი შვილი. საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს. ჩემი აზრით, დარჩება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მის არჩევანს პატივს ვცემ”.
წყარო : Sportall.ge