ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ისტორიაში შევიდა.
კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი ნაპოლის ისტორიაში, რომელმაც იუვენტუსს გოლი საწყის ორივე შეხვედრაში გაუტანა. აღნიშნულს OPTA ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას და რასპადორის გოლებით ნაპოლიმ იუვენტუსი დაამარცხა.
კვარაცხელიას ამჟამად ყველა ტურნირზე 35 შეხვედრაში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.