პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა აცხაცებს, რომ საკმაოდ ლიბერალურად მოაზროვნეა და მიუხედავად ამისა, არ სურს, რომ მისი შვილიშვილები სკოლაში მცირეწლოვან ასაკში სწავლობდნენ, თუ რას ნიშნავს ლგბტ ადამიანთა ცხოვრების წესი. ამის შესახებ მან გადაცემა “სტუდია N8“-ის ეთერში ისაუბრა.
“ვარ ორი შვილიშვილის ბებია და კანდიდატის სტატუსის საპირწონედ მიყენებენ იმას, რომ სკოლაში ასწავლიან იმ წიგნით, რომელიც ბიჭსა და ბიჭს შორის კავშირზე ასწავლის, რომ ეს ნორმალურია – მე ეს სკოლა არ მინდა. მე არ მინდა გოგოები ბიჭებად კეთდებოდნენ და ბიჭები გოგოებად, ეს დემოგრაფიაზე არტყამს. დემოგრაფიული სტატისტიკის მიხედვით ქართველი ერი ჩანაგდება. მე არ მაინტერესებს ევროპა და მსოფლიო, სადაც ქართველი არ არის. ჩვენი ზღაპრები რად ღირს?”, – განაცხადა პიარტექნოლოგმა.
ნახეთ ვიდეო.