დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი და-ძმა ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 38 წლის კაცი მეუღლესთან და დასთან ერთად ავადმყოფი ბებიის სანახავად დედოფლისწყაროში მიდიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა.
და-ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე მგზავრი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება დაიწყო.