“მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ უკან გამოხედვის არასდროს შემრცხვეს” – რას წერს ნოე სულაბერიძე

ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ უკან გამოხედვის არასდროს შემრცხვეს, მთელი ჩემი პროფესიული საქმიანობა ევროპულ მიზანს ემსახურებოდა და სულ ასე იქნება, ახლაც კი, შუაგულ ევროპიდან ვწერ ამ სტატუსს.
ბულინგის ქვეშ მყოფი კოლეგის დაცვა, თუ არის თავდასხმის საფუძველი, მაშინ სად არის გამოხატვის თავისუფლება? ზოგადად, 2007 წლის მერე იმედმა ბევრ რამეს გაუძლო და კიდევაც გაუძლებს! საქართველოს ადგილი იყო და არის ევროპაში, ვინ გადაუხვევს და ვის მოუსრიალდება ამასაც დრო გვანახებს