ნინი ბადურაშვილი და ბაბი კირკიტაძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი ბაბი კირკიტაძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.

„საქართველომ თავისი ევროპული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და დღესაც ჩვენი გზა უცვლელია! მე მინდა ძლიერი, დამოუკიდებელი, ღირსეული, მშვიდობიანი საქართველო ევროპაში! გაუმარჯოს საქართველოს!“, – წერს ბაბი კირკიტაძე.

მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ „საქართველოს გზა ევროპაშია!“.

„საქართველო ოდითგანვე ისწრაფოდა ევროპისკენ! დღესაც, ჩვენი გზა და ხედვა ურყევია! საქართველო იყო და არის ევროპის ნაწილი! მინდა ჩვენი შვილები გაიზარდონ სუვერენულ, დემოკრატიულ, მშვიდობიან ქვეყანაში! დიდება საქართველოს!“, – წერს ნინი ბადურაშვილი.