„ჩემი დათუნა… დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა! გული რომ გასკდება და სიტყვებიც აღარ არის“ – ცნობილია ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ 13 წლის ბავშვის ვინაობა

ბათუმში, მატარებლის დაჯახების შედეგად 13 წლის დათუნა დუმბაძე დაიღუპა. ბავშვის შესახებ სოციალურ ქსელში მასწავლებელი თამარ სურმანიძე წერს და ფოტოს აქვეყნებს.

„ვერ ვიჯერებ, რომ ეს სიტყვები ახლა უნდა დავწერო… ჩემი დათუნა… ჩემი სიცოცხლით სავსე, მუდამ ღიმილიანი, მოუსვენარი, კეთილი და გულწრფელი დათუნა… ბავშვი, რომელსაც იმდენი სათქმელი ჰქონდა, რომ თითქოს დრო არასოდეს ჰყოფნიდა. სიკეთით და სიცოცხლის ხალისით ავსებდა კლასს. ყველას გაუღიმებდა, ყველას გვერდით დაუდგებოდა, ყველას გაახალისებდა. დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა. ეს სიჩუმე არ ჰგავს არაფერს. გული რომ გასკდება და სიტყვებიც აღარ არის – აი ასე გვტკივა ახლა… დათუნა, მადლობა შენი არსებობის…“, – წერს თამარ სურმანიძე.