ტელეწამყვანი ნელი აგირბა საკუთარი ცხოვრების შესახებ ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობს. ამბობს, რომ წარსულში ბევრი სირთულე გადაიტანა და ზოგჯერ, როდესაც ასეთი მომენტი უდგებოდა ცხოვრებაში, სურდა, რომ საკუთარ იდენტობაზე უარი ეთქვა.
ამბობს, რომ “კაცის როლში” თავს უფრო ძლიერად გრძნობდა.
“ძალიან რთული პერიოდი აქვს ადამიანს თვითგამორკვევის, როდესაც უცებ ამჩნევ, რომ შენი სხეული და შენი შინაგანი აღქმა ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის. სანამ მიხვდები ეს რა ფენომენია, ძალიან რთულ პროცესს გადიხარ საკუთარი თავის გაკიცხვის და შემდეგ მოდის პროცესი საკუთარი თავის მიღების.
და ეს ძიების პროცესი მე მგონი უმეტეს ჩვენგანს გავლილი აქვს, როდესაც არკვევ ვინ ხარ.. გოგო ხარ, ბიჭი ხარ, რას ნიშნავს იყო გოგო, რას ნიშნავს იყო ბიჭი. მე ბავშვობაში ვიხატავდი წარბებს, წვერებს, ვაკვირდებოდი ჩემს თავს, ბიჭი რომ ვყოფილიყავი როგორი ვიქნებიდი. მე რომ რაღაც მომენტში გადამეწყვიტა, რომ ვარ ბიჭი და ამას რომ შეხვედროდა საზოგადოება, როგორც ხვდება სხვა ტრანსგენდერებს, ამის წარმოდგენა არ მინდა.
პერიოდულად, როდესაც რთული მომენტი მიდგებოდა ცხოვრებაში, უარს ვამბობდი ჩემს გენდერულ იდენტობაზე, ვიცვამდი ბიჭივით და ასე ვგრძნობდი თითქოს თავს ძლიერად. რადგან ქალის როლში ვიყავი მოწყვლადი, საწყალი ჩემს აღქმაში. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ვთვლიდი, რომ არც ქალი ვარ და არც კაცი… დღეს ჯერ კიდევ ვცდილობ შევისწავლო ჩემი გენდერული იდენტობა..”, – ამის შესახებ “The Talk შოუს” სამწყვანმა, ნელი აგირბამ განაცხადა.
ვიდეო იხილეთ აქ