ნანუკა სტამბოლიშვილის დიდი წარმატება – ნახეთ რისთვის დააჯილდოვეს თურქეთში ქართველი მსახიობი

ქართველი მსახიობი და დიზაინერი ნანუკა სტამბოლიშვილი არც ისე დიდი ხანია, თურქულ სერიალში “სხვისი შვილი” გამოჩნდა და ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს თურქეთშიც და საქართველოშიც და მისი მონაწილეობით სერიალის უკვე ორი სეზონი გამოვიდა ეკრანებზე.

გუშინ კი ნანუკა, სერიალში პარტნიორებთან ერთად, საგანგებოდ დააჯილდოეს, საუკეთესოდ შესრულებული როლებისთვის. ჯილდო დააწესა Legend Fashion Magazine-მა და მანვე გადასცა სპეციალურად მოწყობილ ღონისძიებაზე.