„ჩემს საყვარელ ბიძას ვუყურებდი ახლა ერთი საათი თვალებში, გახელილ თვალებში, რომლებიც ვერ ხედავენ…“ – რას წერს ზურა ბერიკაშვილის დისშვილი

ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

ანო აღნიშნავს, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა გაიმეტონ.

„ჩემს საყვარელ ბიძას ვუყურებდი ახლა ერთი საათი თვალებში. გახელილ თვალებში, რომლებიც ვერ ხედავენ. ვერ ველაპარაკები, არ შემიძლია. იქნებ სულ ერთი წამით იმაზე დაფიქრებამ, რამხელა ბედნიერებაა მზერა ადამიანის თვალებში, თუნდაც ერთი ადამიანის ცნობიერებაში შეცვალოს რამე.

რაღაცნაირად იქნებ სასიკვდილოდ არ გავიმეტოთ ერთმანეთი, არც სიტყვით, არც მუშტით, არც გაზით, არც არაფრით. საკუთარ თავთან რომ ვრჩებით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოს და ბოლოს? ქოცებო, ნაცებო, რობოკოპებო, რაინდებო, მღვდლებო, ახალგაზრდებო და ძველგაზრდებო, გულანთებულებო, გულნატკენებო – ადამიანებო, ალავერდს თქვენთან ვარ,“- წერს ანო მაისურაძე.

ცნობისთვის, ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.