დაუჯერებელი ამბავი, რატომ გაატარა მთელი ცხოვრება ბავშვმა პლასტმასის ბურთში – ბიჭუნა 12 წლის გარდაიცვალა

დევიდ ფილიპ ვეტერი დაბადებიდან მხოლოდ რამდენიმე წამში ჰერმეტულად დახურულ პლასტიკურ ბურთში მოათავსეს. ბიჭს მძიმე კომბინირებულმა იმუნოდეფიციტის სინდრომი ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს გამოუვლინდა.

დევიდი 1971 წლის სექტემბერში, ტეხასში დაიბადა და მშობლების, კეროლ ენისა და დევიდის მესამე შვილი იყო. მათი პირველი ვაჟი იმუნოდეფიციტის სინდრომით გარდაიცვალა. ექიმები კეროლს აფრთხილებდნენ, რომ მეორე შვილის ამავე დიაგნოზით დაავადების შანსი 50% იყო. მათ მშობლებს ურჩიეს, რომ ბავშვი დაბადებისთანავე სტერილურ იზოლატორში მოეთავსებინათ, რათა გარკვეული დროის შემდეგ გადაენერგათ ძვლის ტვინი. დონორი კი მათი მეორე შვილი კატრინი უნდა ყოფილიყო.

ექიმები ფიქრობდნენ, რომ დევიდს იზოლაციაში ყოფნა მხოლოდ ორი წელი მოუწევდა. მისი დაბადების შემდეგ გაირკვა, რომ კატრინი შესაფერისი დონორი ვერ იქნებოდა, ამიტომ იზოლირებული ბურთი ბიჭის მუდმივ საცხოვრებლად იქცა.

ტეხასის საავადმყოფოში დევიდმა თავისი ცხოვრების 5 წელი გაატარა. ყოველი ნივთი, რასაც ბიჭი იღებდა – საკვები, წყალი, საფენები, ტანსაცმელი, წიგნები – სტერილიზაციას გადიოდა. ეს საიზოლაციო შემაკავებელი ცენტრები NASA- ს ინჟინრების მიერ იყო დაპროექტებული. სწორედ მათ შექმნეს მოგვიანებით დევიდისთვის კოსტიუმი, რათა თავისუფლად შესძლებოდა გადაადგილება. ეს კოსტიუმი მაშინ 50000$ ღირდა.

4 წლის ასაკში დევიდმა აღმოაჩინა, რომ ნემსით, რომელიც შემთხვევით ექიმებს დარჩათ, ბურთისთვის პატარა ნახვრეტების გაკეთება შეეძლო. მაშინ ექიმები იძულებულნი იყვნენ მისთვის ბაქტერიებისა და დაავადების შესახებ მოეყოლათ… 5 წლის ასაკში დევიდმა სრულად გააცნობიერა, თუ რა სჭირდა და რა მომავალი ელოდა…

ბიჭი სრულ იზოლაციაში იზრდებოდა, ამან მის ფსიქიკაზე გარკვეული გავლენა მოახდინა. ექიმებს ეშინოდათ, რომ ასაკის მატებასთან ერთად უფრო აგრესიული და არაპროგნოზირებადი გახდებოდა. დონორი კი არსად ჩანდა.

1983 წლის, ექიმებმა დევიდის მშობლებს ექსპერიმენტის ჩატარება შესთავაზეს – ბიჭისთვის არასრულად თავსებადი დონორის ძვლის ტვინის გადანერგვა. დონორი კი მისი და, კატრინი იქნებოდა.

ოპერაციამ წარმატებთ ჩაიარა. ექიმები ფიქრობდნენ, რომ დევიდი „ბურთს“ მალე დატოვებდა, თუმცა ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა. ოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – დაეწყო ცხელება, ღებინება და შინაგანი სისხლდენა. როგორც აღმოჩნდა, კატრინის ძვლის ტვინი Epstein-Barr-ის ვირუსს შეიცავდა. ეს ვირუსი დევიდის სხეულში მალე გავრცელდა და ასობით სიმსივნე წარმოქმნა. „ბურთს“ გარეთ მისი მდგომარეობა გაუარესდა და კომაში ჩავარდა. ამ მომენტში დედამ პირველად შეძლო შვილის მოფერება. დევიდი 15 დღის შემდეგ, 12 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო : Marao.ge