ილია თოფურია რჩეულთან ერთად ისვენებს – ულამაზესი ჯორჯინა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუია ინსტაგრამზე ფოტოს ავრცელებს, რომელშიც ის ილიასთან ერთად იახტაზე პოზირებს.

„როდესაც ამ ფოტოს ერთი წელი შეუსრულდება, ჩვენი შვილიც ჩვენთან ერთად იქნება“, – წერს ჯორჯინა ფოტოზე.

ილია თოფურია და მისი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუია პირველ შვილს ელოდებიან.