დღეს ნუცა ბუზალაძე საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს – როგორ მივცეთ ხმა ქართველ მომღერალს

ნუცა ბუზალაძე 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სიმღერით -Firefighter წარადგენს. ნუცა დღეს, 9 მაისს მე-11 ნომრად იმღერებს.

https://www.esc.vote/ -ზე ხმის მიცემა უკვე დაიწყო. მხოლოდ ერთი დღით, 9 მაისის 23:00-მდე საქართველოსთვის ხმის მიცემა მთელი მსოფლიოდანაა შესაძლებელი, გამონაკლისია მეორე ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნები.

„პირველი არხი“ მაყურებელს უზიარებს, თუ როგორ შეიძლება „ევროვიზიაზე“ ხმის მიცემა სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოსთვის.

შესაბამისი ნომრები ერთიან ბანერზეა მითითებული.

შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე მსოფლიოს წინაშე სიმღერით Firefighter 9 მაისს, მე-11 ნომრად წარდგება.