„შენ ჩემი გმირი ხარ, მამი…“ – უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის შვილი მამას ემოციური პოსტით ემშვიდობება

უკრაინაში მებრძოლმა ქართული სპეცდანიშნულების რაზმმა „შავი არწივი“ გუშინ გაავრცელა სამწუხარო ინფორმაცია მათი კიდევ ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ.

მათი ცნობით, დავით გოგაძე და ბესო ლომიძე ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ.

დაღუპული ბესო ლომიძის შვილი გმირ მამას ემოციური პოსტით ემშვიდობება:

„შენ ჩემი გმირი ხარ, მამი ძალიან დაგვწყვიტე გული

არ ვიცი, რა მეშველება უშენოდ. ძალიან მაკლიხარ მამა, მიხაროდა რომ მელაპარაკე ჩამოსვლას ვაპირებო, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო იმ წუთას.

ახლა კი ასეთი რამ გავიგე, არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი, როგორ მოვიქცე შენს გარეშე, ძალიან მაკლიხარ მამა, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული. შენ ჩემი გმირი ხარ…“

წყარო : პრაიმტაიმი