„ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს დავდო პოსტები თუ როგორ ვარ, 8 კილო მოვიმატე და…“ – რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ყიფშიძე

გიორგი ყიფშიძე „ტიკ-ტოკ“ პლატფორმაზე აქვეყნებს ვიდეოს.

„ძალიან ბევრი მთხოვს, დავდო პოსტები, თუ როგორ ვარ და როგორ ვგრძნობ თავს.

მეუბნებიან, რომ ბევრი ადამიანი ჩემს იმედად არის, ეს ძალიან სასიამოვნო და თან დიდი პასუხისმგებლობაა.

ბიშკეკში სამკურნალოდ პირველი ადამიანი უკვე წავიდა, ვიცი, რომ ჩემს ვიდეოებს უყურებდა და ეს ნაბიჯიც სწორედ ამან გადაადგმევინა. ეს ძალიან მაგარია და ამ საქციელით ვამაყობ.

ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, თითქმის სამი თვე გავიდა, 8 კილო მოვიმატე, არც ვეწევი, არც ვსვამ, „გაჩხერაზე“ საუბარი ზედმეტია. დილით ვვარჯიშობ და ეს იმდენად გამჯდარია ჩემში, რა უნდა მოხდეს, რომ ამ მკურნალობის შემდეგ ამ ყველაფერს დავუბრუნდე, გამორიცხულია!

ვინც ამ გზაზე დადგებით, ერთადერთ რჩევას მოგცემთ: თავისუფალი დრო აუცილებლად ჩაანაცვლეთ და რაღაცით დაკავდით – თვითშემეცნებით, გაზარდეთ თქვენი თავი უკეთესობისკენ, შეგიძლიათ წახვიდეთ მთაში, დაინახოთ, რა არის თქვენთვის მიმზიდველი, მიწასთან დაახლოება თუ სულიერების გზაზე დადგომა. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან კარგად იმოქმედა. ეს ძალიან კარგი მეთოდია.

რამდენიმემ მკითხა: „რამდენ ხანში დაიწყებ?“ არა, მე სხვა მდგომარეობაში ვარ, არაფრის დაწყებას არ ვაპირებ, ღმერთმა დამიფაროს“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.