თბილისობა 2024-ზე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა. ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მეუღლე, ანუკი არეშიძეც დაესწრო.
ანუკი არეშიძის ფან გვერდმა ცერემონიიდან კადრები გააზიარა.
ვიდეომ უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.
„რა ლამაზია“, „ძალიან ლამაზი და დახვეწილია“, – ვკითხულობთ ვიდეოს კომენტარებში.