ძალიან ცუდი რამ გავაკეთე, ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ – ლელა წურწუმია

მომღერალი ლელა წურწუმია წონაში კლების საიდუმლოს ამხელს.

„ჩემი გულშემატკივრები, ნაცნობები, უცნობები, აქტიურად კითხულობდნენ ჩემი წონის კლების ამბავს. ვიცი, რომ ძალიან გაინტერესებთ, მე როგორ დავიკელი 15 კილოგრამი. ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ, როგორ ჩავდექი ამ ფორმაში ძალიან სწრაფად. ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე, ორი თვის განმავლობაში ვიშიმშილე. ამას არავის გირჩევთ, არავინ გააკეთოთ. როგორ ვინარჩუნებ წონას – დილით აუცილებლად მივირთმევ ხილს, 7 საათამდე კი მსუბუქად ვიკვებები, სადილს ვტოვებ. 7 საათის შემდეგ ვცდილობ, არ მივიღო არაფერი”.