„ძალიან ცუდი სანახავი იყო და საშინელი მაგალითი ჩვენი შვილების თაობისთვის! რით ვერ დამთავრდა 2024 ში 90-იანი წლები“ – ნოე სულაბერიძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დროს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„იქნებ ჩვენი სახელმწიფოს აღდგენიდან 30 წლის შემდეგ მაინც დადგეს დრო, როცა ყველანაირი ძალადობა დაიგმობა და ადამიანებს მუშტი, წიხლი და სისხლი არ გაუხარდებათ!

ძალიან ცუდი სანახავი იყო და საშინელი მაგალითი ჩვენი შვილების თაობისთვის! რით ვერ დამთავრდა 2024 ში 90-იანი წლები!“ – წერს ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში.