მუსიკოს აჩიკო გულედანი, შვილის, მარიამ გულედანის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. მუსიკოსი ქალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს:
“ერთი ამბავი აგიტეხავს, შვილო… სანამ ჰაგიოგრაფიაზე, სწავლების მეთოდებზე, ან ისტორიის ცოდნის აუცილებლობაზე მეასედ დავილაპარაკებთ მე და შენ, ბარემ საჯაროდ გეტყვი: კითხვების დასმის არ მოგერიდოს, არც “სხვა რას იფიქრებს” მაგის, რაც უფრო მეტს გდევნიან, ან გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ. იცოდე, მეტი კითხვა დაუსვი შენ თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ. არ არის მარტივი ეგ, მაგრამ “ჩვენ” რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ. მოკლედ, შენ გზაზე იარე მამუს ისეც და ასეც სულ შენთან ვარ.
ან ასტამით, ან ასტამზე” – წერს აჩიკო გულედანი.
წყარო: palitravideo.ge