“განსაკუთრებით შეუყვარდათ ეს დღეებია ხვიჩა იტალიელებს” – რა კომენტარებს წერენ იტალიელები კვარას შესახებ სოციალურ ქსელში

მას შედმეგ რაც ხვიჩა კვარაცხელიამ დიდხნიანი პაუზის შემდეგ გაიტანა გოლი, იტალიური პრესა ქართველი შემტევის შესახებ დადებით სტატიებს არ წყვეტს.

იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა ბოლო ორ დღეში ხვიჩას რამდენიმე პოსტი მიუძღვნა და მოიხსენია კვარა როგორც “მეფე”.

ახლახანს სერია ა-ს ოფიციალურმა გვერდმა კვარას ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ნაპოლის ხედის ფონზეა გადაღებული.

ამ ფოტოს იტალიელების არაერთი თბილი კომენტარი მოჰყვა.

“როგორ მიხარია კვარას დაბრუნება უმაღლეს მწვერვალებზე”

“გადარეული ქართველი ! კვარა მიყვარხარ”

“ფენომენი, აჩვენა კლასი მსოფლიოს.”

“ნაპოლის სიამაყე. კვარა საუკეთესო ხარ.” – ასეთი კომენტარებითაა სავსე იტალიის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებული ფოტო.