“გაფრთხილებთ, ჩემს შვილს, ნატალიას თმა არ ჩამოუვარდეს, წინა ხაზზე დგას აქციებზე” – რას ამბობს გიორგი ყიფშიძე, რომელიც თბილისის მერობას აპირებს

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ გვერ­დზე მოკ­ლე ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნებს. მსა­ხი­ო­ბი დე­ტა­ლუ­რად ლა­პა­რა­კობს მის პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზე, მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და იმ პრე­ტენ­ზი­ებ­ზე, რაც დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთავ­რო­ბას­თან აქვთ. გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე ასე­ვე ამ­ბობს, რომ თბი­ლი­სის მე­რო­ბა მისი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში კენ­ჭს იყ­რის. მისი თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა მა­ცხოვ­რე­ბე­ლი მისი მე­რო­ბით კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა.

  • რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე

“ძა­ლი­ან მინ­დო­და ეს მეთ­ქვა, მსა­ხი­ო­ბი მსა­ხი­ო­ბია, სპორ­ტსმე­ნი – სპორ­ტსმე­ნია, პო­ლი­ტი­კო­სი არა­ფე­რი არ არის, მა­ტყუ­ა­რაა. მე ასე­თი უკონ­ტაქ­ტო მთავ­რო­ბა და ხალ­ხი არ მი­ნა­ხავს, ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტი არ აქვთ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ­დე­ნი ხალ­ხი გა­მო­ვი­დეს და… კი, იქ ბევ­რი “ნა­ციც” არის, ეგე­ნი აფუ­ჭე­ბენ მთელ ამინდს.

გაფრ­თხი­ლებთ, ჩემს შვილს, ნა­ტა­ლი­ას თმა არ ჩა­მო­უ­ვარ­დეს, წინა ხაზ­ზე დგას აქ­ცი­ებ­ზე, ვეხ­ვე­წე­ბი, გა­მო­დი მან­დე­დან, შა­რია-მეთ­ქი. რამე რომ მო­უ­ვი­დეს, შა­ჰი­დის ქა­მარს გა­ვი­კე­თებ და ვი­საც გა­და­ვეყ­რე­ბი, ალაჰ აკბარს ვე­ტყვი…”

  • თბი­ლი­სის მე­რო­ბა­ზე

“პირ­და­პირ ვი­ტყვი, “ნა­ცე­ბი” არ უნდა მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მე ვარ “გირ­ჩის” მომ­ხრე, ნული აგ­რე­სია აქვთ და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ხალ­ხია.

აქვე მინ­და ვთქვა, მე მინ­და, გავ­ხდე თბი­ლი­სის მერი. ბავ­შვო­ბი­დან “მე­ვა­სე­ბო­და” და მე­სიზ­მრე­ბო­და დე­და­ქა­ლა­ქის მე­რო­ბა, მგო­ნია, რომ ამ ქა­ლაქს და­ვა­ლა­გებ, ისე, რომ არ­ცერ­თი უკ­მა­ყო­ფი­ლო კაცი არ იქ­ნე­ბა. კახა კა­ლა­ძემ რა ქნა, თავი მო­იჭ­რა. არ არის მა­გის საქ­მე.

ჩავ­დგე­ბი ფორ­მა­ში, მი­ვი­ღებ ცოდ­ნა, რაც ამის­თვის სა­ჭი­როა და მერე ვნა­ხოთ, ვინ უფრო მა­გა­რი მერი იქ­ნე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის. ჯერ ახალ­გაზ­რდა ვარ მე­რო­ბის­თვის 46 წლის ვარ. 50 წელს მი­ვუ­კა­კუ­ნებ, მოვ­წეს­რიგ­დე­ბი და დავ­ლაგ­დე­ბი”.

იხილეთ სრულად