„დაიკო, მარიკუნა. 2011 წელს ზუსტად ამ დღეს ჩვენ ერთმანეთს პირველად შევხვდით. როგორ მაკლიხარ.“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია ფერაძე უმცროსი წერს.
„მაკლია შენი იუმორი, სიცილი, სურნელი და შენი ცეკვები. ყველგან და ყოველთვის! იცეკვე ლამაზად და თავისუფლად“ , – წერს ის.
ცნობისთვის, გასული წლის 14 ივლისს, 39 წლის მარიკუნა საბერძნეთში გარდაიცვალა.
მან ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო, სწორედ ეს გახდა მისი ტრაგიკულად გარდაცვალების მიზეზი.