„იმ კლინიკაში რომ მივედი, სადაც უნდა ვიმშობიარო, გამიელვა, საიდან მეცნობა ეს გარემო-მეთქი და გამახსენდა რომ..” – ნახეთ რას ამბობს ნინო მუმლაძე

ნინო მუმლაძე, რომელიც ფემხძიმედაა და შვილს ელოდება, ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა მოულოდნელად იმავე საავადმყოფოში, სადაც „ჩემი ცოლის დაქალებში“ მისი სცენა გადაიღეს.

ნინო მუმლაძე:

თავიდან ჩემი ბიჭის დაბადების სავარაუდო თარიღად 2 ივნისი დაასახელეს. თუმცა, მერე მითხრეს, წონით ცოტა დიდია და შესაძლოა, ცოტა ადრე დაიბადოსო. იმ კლინიკაში რომ მივედი, სადაც უნდა ვიმშობიარო, ლიფტის კარი გაიღო, მივიხედ-მოვიხედე და გამიელვა, საიდან მეცნობა ეს გარემო-მეთქი. ბევრი ვიფიქრე და გამახსენდა: „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩემი მშობიარობის სცენა სწორედ იქ იყო გადაღებული. ვამბობდი, ბედმა მომიყვანა ისევ აქ-მეთქი. ექიმს რომ შევხვდი, მოვუყევი ეს ამბავი და მითხრა: მახსოვს ეგ გადაღება, მეუბნებოდნენ, კადრში შემოდი და დავიმალეო (იცინის).

ახლა მახსენდება, ორსულობის თამაში არა, მაგრამ მშობიარობის სცენა გამიჭირდა და ვთვლი, რომ ყველაზე ცუდად ეგ ვითამაშე. არ მინდოდა გადაჭარბებული კივილ-წივილი ამეტეხა, არ მინდოდა, ეს ყველაფერი ხელოვნური ყოფილიყო და მერე რომ ვნახე, არ მომეწონა. კომენტარებშიც კი მიწერდნენ: ასეთი წყნარი ორსული ცხოვრებაში არ გვინახავსო. გამოუცდელი ვიყავი, დოზები დავაკელი და ნამეტანი წყნარი მშობიარე ვითამაშე. ჩვილი კი, რომელიც ხელში უნდა დამეჭირა, ერთ-ერთი მშობლის ნებართვით მომიყვანეს. სერიალში გოგო მყავს, სალომე და ეს სახელი რომ ვახსენე, გადაირია იმ ბავშვის მამა: რა სალომე, ბიჭიაო (იცინის). ვაჟკაცის გამოჩენა უნდოდა კადრში და მე ვეძახე სალომე, სალომე-მეთქი (იცინის).