იტალიელები აღფრთოვანებას ვერ მალავენ – საბა საზონოვი “ტორინოს” ვარჯიშზე ყოველდღიურად ტრამვაით დადის

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა იტალიელმა ქომაგმა გაავრცელა ფოტო, თუ როგორ დადის ყოველდღიურად “ტორინოს” ვარჯიშზე საბა საზონოვი ტრამვაით.

საქართველოს ნაკრების და იტალიური ტორინოს მცველის ამ საქციელმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია.