“გეტყვით რატომ უჭირს ნაპოლის გოლების გატანა” – რას ამბობს ცნობილი აგენტი ენრიკო ფედელე

ენრიკო ფედელე, რომელიც ცნობილი იტალიელი საფეხბურთო აგენტი და ნაპოლის დიდი ქომაგია, გუნდის წარუმატებლობის შესახებ ისაუბრა და კვარაცხელიაც ახსენა.

“რატომ უჭირს ნაპოლის გოლების გატანა ? გეტყვით ამის მიზეზს. ნაპოლის ოსიმენის შემცვლელი ფაქტობირვად არ ჰყავს. მაძარის მოსვლამდე გუნდი საშინელ ფიზიკურ მდგომარეობაში იყო. ვნახოთ რა მოხდება ამიერიდან. მაძარის ხელმძღვანელობით ოსიმენის და კვარაცხელიას დუეტი არ გვინახავს. დაველოდოთ ოსიმენის დაბრუნებას” – განაცხადა ფედელემ.