როდის იწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები და რამდენი დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე – აკადემიური კალენდარი

მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები და საჯარო უწყებები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

სასწავლო წლის დასრულებამდე შემდეგი ოფიციალური უქმე დღეები დარჩა:

  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

2023-2024 სასწავლო წელი სკოლებში ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი – 27 მაისს დაასრულებს სწავლას. თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ სწავლა წინა სამუშაო დღეს სრულდება. 2024 წელს 15 ივნისი შაბათ დღეს ემთხვევა, შესაბამისად სასწავლო წელი 14 ივნისს დასრულდება.

წყარო : Mshoblebi.ge