ცოტა ხნის წინ, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი განქორწინებას გეგმავენ. ამის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი ტაბლოიდი წერს. ინსაიდერების ცნობით, წყვილი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობს.
„ბოლო თვეების განმავლობაში ისინი სულ უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ ცალ ცალკე, ბენი უკვე სხვა სახლში გადავიდა საცხოვრებლად. ახალ სახლს ეძებს ჯეი ლოც“, – აცხადებს ინსაიდერი.
ცნობისთვის, გასულს კვირას ჯენიფერ ლოპესი „მეთ გალას“ ღონისძიებაზე მეუღლის გარეშე მივიდა და პარიზშიც მარტო გაემგზავრა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.