სოციალური ქსელის მომხმარებელი მაიკო თაბაგარი საკონდიტრო „მადას“ შესახებ წერს ისტორიას, რომელიც მას გადახდა და ვიდეოს ურთავს.
„მადარტი • Madart კაი ხანია მინდოდა დამედო ეს ვიდეო და დღეს ვდებ.კიდევ ის მინდა დავამატო, რომ დღეს მინდოდა სოკოს ორი ღვეზელი და ერთი ნაჭერი სამარხო ნაპოლეონის შეკვეთა გამოძახებით, სულ ჩემს საფულეში 35 ლარი მქონდა და ვიფიქრე 20 ლარს თავის კურიერის მომსახურებით დავხარჯავდი.დავრეკე და ოი საოცრებავ 25 ლარის უნდა შეუკვეთოთო, ისე ვერ ავიღებთ შეკვეთასო, გაუთიშე. ძალიან მინდოდა განსაკუთრებით ნაპოლეონი და გადავრეკე ისევ ვიფიქრე მაგ ხუთ ლარსაც დაუმატებდი, ხუთშაბათამდე 10 ლარით ვიქნები თქო სანამ ფულს ავიღებდი. დავრეკე დავამატე ერთი ლობიანი და უცბად მეუბნებიან 29 ლარი და რაღაც თეთრებიო, გავგიჟდი მეთქი რატომ ასე და ნუ ისევ დავემშვიდობე, გადავყლაპე ნერწყვი და დავიკმაყოფილე სურვილი.მადა ადამიანს ესეიგი თუ 30 ლარი არ აქვს ორი ან სამი ნაჭრის ყიდვა აუკრძალეთ, ადრე არ იყო ასე და ახლა რამ გაგაგიჟათ, ეს არის არაადამიანობა მეტი არაფერი, ჩვენს ქვეყანაში უფულო ადამიაებს რომ ამას გაუკეთებთ. ფასებზე აღარ ვსაუბრობ“, – წერს მაიკო თაბაგარი.
წყარო: digest.ge