2022 წლის13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას 13 წლის მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, გამოსატანად შესულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა. ორი მათგანი მძიმედ დაშავდა, თუმცა ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ; ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
ამჯერად მარიტას ოჯახთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება – მის მშობლებს გოგონა შეეძინათ. სოციალური ქსელის მომხმარებელი კონსტანტინე ხუნწარია წერს, რომ მარიტას მშობლებს მარიტას დაბადების შემდეგ, 13 წლის განმავლობაში, შვილი აღარ უჩნდებოდათ, ახლა კი მათ ცხოვრებაში სასწაული მოხდა:
“მარიტას მშობლებს მარიტას შემდეგ 13 წელი შვილი არ უჩნდებოდათ. მარიტას გარდაცვალების შემდეგ დედამისმა, ანა შოშიაშვილმა, სიზმარი ნახა, სადაც მარიტამ უთხრა, რომ ორსულად იყო და გოგო ეყოლებოდა. მართლაც ასე მოხდა და ბარბარობას პატარა ანგელოზი ტატა დაიბადა, რომელიც ნინოობას გაქრისტიანდა” – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.