მომღერალი ინდირა ჯგერნაია კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
როგორც ინდირა ამბობს, კესოსთან ხშირად უსაუბრია, შეიძლებოდა თუ არა მისი მეგობარი ბიჭის ნდობა.
მომღერლის თქმით, ის გარდაცვლილს მუდამ უმეორებდა რომ ის ვინც, ერთხელ იძალადებს, ამას მუდმივად გააკეთებს და მასთან კავშირი უნდა გაეწყვიტა.
„ტყუილი მეგონა, გავედი გარეთ და ვურეკავდი. დაახლოებით ათ საათზე თურმე უკვე აღარ იყო. მე და კესოს ხშირად გვქონდა საუბარი იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ ბიჭის ნდობა, რომელმაც არა ერთხელ იძალადა და გამოავლინა მანიაკალური თვისებები. როდესაც მაგ პირუტყვთან ერთად იყო და რაიმე საქმეზე ვურეკავდი, მწერდა „აუ ჩიტო მოიცა რა, ბექა არის აქ და ვერ გელაპარაკები“…ამ ბიჭთან შეუძლებელი იყო საუბარი, იმდენად ჩაკეტილი ჰყავდა ეს გოგო. შემდეგ ეგონა რომ უყვარდა.
მე ვეუბნებოდი, რომ ადამიანი, რომელმაც ერთხელ დაგარტყა, ის სულ დაგარტყამს, მაგრამ კესოს ეგონა რომ შეიცვალა და მას ძაან უყვარდა. რთული იყო ამის არ დაჯერებაც, რადგან ხშირად იყო კესოსთან. მე ვიდეოც მინახავს, როგორ რეცხავდა ჭურჭელს იმ სამზარეულოში, სადაც კესო სიცოცხლეს გამოასალმა. მე მაქვს ეს ვიდეო და აუცილებლად გამოვაქვეყნებ. კესოც გამართლებას უძებნიდა, რა ქნას ადვილი ხომ არაა, კესარიას ქმრობა რომ უნდაო. იმ ხალხს კი, რომლებიც ათას სისაძაგლეს წერთ, შეგრცხვეთ!!!“, – ამბობს ინდირა ჯგერნაია.