„მოუთმენლად ველოდებით სექტემბრის დადგომას, რომ თქვენთან ერთად ვიფუსფუსოთ“ – ვერ წარმოიდგენთ რომელ არხზე და რა გადაცემას წაიყვანენ ერთად ნანუკა გულუა და სალომე შარვაძე

მსახიობებს, სალომე შარვაძესა და ნანუკა გულუას ახალი სეზონიდან „იმედის“ ეთერში ვიხილავთ.

ახალი ტელეწამყვანები გადაცემის „ჩვენი ოჯახი“ გუნდის წევრებს შეუერთდებიან.

როგორც მსახიობები აღნიშნავენ, მოუთმენლად ელოდებიან ახალი სეზონის დაწყებას.

„თავს კარგად ვგრძნობთ ასეთი ფორმატის გადაცემებში. აქ მთავაზი მიზანი „ჩვენი ოჯახის“ წევრების სიყვარულია და ასეც არის, ჩვენ ყველას გვიყვარს ერთმანეთი და ვფიქრობ საინტერესო გადაცემები გამოგვივა. ერთი სული გვაქვს როდის მოვა სექტემბერი, რომ თქვენთან ერთად ვიფუსფუსოთ“,- აღნიშნავენ სალომე და ნანუკა “ჩვენი ოჯახის” ეთერში.