“ყველა აღნიშნავდა, რომ საუკეთესო გამოსვლები გვქონდა” – ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალს აფასებს და ხალხს მიმართავს

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შედეგების შემდეგ, სადაც საქართველომ ევროვიზიაზე 21-ე ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი შვეიცარიის წარმომადგენელი გახდა, ნუცა ბუზალაძემ გულშემატკივრებს მიმართა:

„მე ვარ ძალიან ბედნიერი იმ შედეგით, რაც წელს საქართველომ დადო ევროვიზიის კონკურსზე. როდესაც ამდენწლიანი წარუმატებლობა ჰქონდა საქართველოს ჩემი აზრით ის ფაქტიც, რომ ჩვენ მოვხვდით ფინალში და ჩვენმა დროშამ ამაყად იფრიალა ფინალში, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება.

ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ამ სიმღერას. ყველა აღნიშნავდა, რომ საუკეთესო გამოსვლები გვქონდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”- მიმართა ნუცამ გულშემატკივრებს.