მიშელ ბოილი მუშაობს კერძო კომპანიაში, სადაც მისი ხელფასი სულ რაღაც 2000-2500 დოლარამდე მერყეობს. ამ ხელფასიდან მხოლოდ 1000 დოლარამდე თუ რჩებოდა მთელი თვის განმავლობაში, რაც მასზე ძალზე ნეგატიურად მოქმედებდა. მიშელ ბოილი ორეგონის შტატში მდებარე შირვუდის რაიონში, პატარა სახლში ცხოვრობდა. დაქირავებულ სახლში ყოველთვიური გადასახადი 1300 დოლარი იყო. რა თქმა უნდა, მიშელი ამ ფაქტით ძალიან წუხდა და ყოველთვის გამოსავალის ძიებაში იყო. ხშირად კითხულობდა განცხადებებს სხვადასხვა სახლსა და ბინასთან დაკავშირებით, თუმცა ხელჩასაჭიდ ფასს ვერსად მიაგნო.
ერთ დღეს, როდესაც მიშელის შვილებმა გადაწყვიტეს საკუთარ სახლებში ცალკე ცხოვრება, ქალბატონს განსაკუთრებული იდეა მოუვიდა აზრად. მან გადაწყვიტა, ჰაერში გადახდილი თანხის ნაცვლად შეეძინა 18 კვადრატული მიწის ნაკვეთი და თავისი გეგმისამებრ აეშენებინა ასეთი პატარა და კომფორტული სახლი…
ინტერნეტში მან Tiny House-ის სახელწოდების პროექტი შენიშნა, რომელიც მოსახლეობას სთავაზობდა პატარა და კომფორტულ სახლს ნაკლები ხარჯით. აქამდე მიშელის ნაქირავები სახლი 3 საძინებლისა და მისაღებისგან შედგებოდა. თუმცა მას ასეთი სახლი აღარ სჭირდებოდა, რადგან მისი შვილები უკვე ცალკე ცხოვრობდნენ. ამიტომ ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ მას 18 კვადრატულიც სავსებით ეყოფოდა.
მიშელის 18 კვადრატული სახლი როგორც გარედან, შიგნიდანაც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. ის თვეში მხოლოდ 65 დოლარს იხდის. ამ თანხაში შედის გაზი-დენი-ინტერნეტი. სახლში ლამაზი საძინებელი, წიგნების კარადა, კომპიუტერის მაგიდა და სახლის მცირე ინვენტარია. ამ პატარა სახლში აბაზანა-საპირფარეშოს ჩატევაც მოხერხდა. მიშელმა კიდევ 4 ასეთი მინი-სახლი ააშენებინა, რომელსაც სამომავლოდ გააქირავებს ტურისტებზე
წყარო : palitravideo.ge