სოციალურ ქსელში აიტაცეს ფოტო სადაც მამუკა მდინარაძეს შიშველ ფეხზე ძვირადღირებული ლოფერები აცვია. როგორც ირკვევა პოლიტიკოსის ლოფერები „გუჩის“ ფირმის არის.
ამ მონაცემებით მისი ფასი 895 დოლარია, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 2540 ლარია. თუმცა როგორც ფოტოებიდან ჩანს, მამაკაცის ეს მოდელი წინდებსა და შლაქსებსაც უხდება.