როგორ ეხმაურება ია ფარულავა კესარია აბრამიძის მკვლელობას – რას წერს ტელეწამყვანი

მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

იამ ძველი ფარული კონვერტის ვიდეოც გაგვიზიარა, რომლის სტუმარიც კესარია იყო.

„2019 წელი ფარული კონვერტის სტუმარი კესო. ჩვენი ულამაზესი გოგო…როგორ გაიმეტა იმ ცხოველმა ეს ულამაზესი ადამიანი სიკვდილისთვის“, – წერს ია ფარულავა და ვიდეოს აქვეყნებს.