მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები და საჯარო უწყებები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
თუმცა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა და შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებშიც დაისვენებენ.
9 მაისს კი ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება და ოფიციალურად უქმე დღეა.
სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 13 მაისს გაგრძელდება.