თბილისში მოძრავ N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს ავტობუსები დაემატა და მოცდის ინტერვალი შემცირდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ავტობუსების რაოდენობა ეტაპობრივად ემატება იმ მარშრუტებს, სადაც მგზავრთა ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება.