გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე გამართული ისტორიული მატჩი და ქართველი ფეხბურთელების ღირსეული თამაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ემოციური აღმოჩნდა გულშემატკივრების ფოტოები სტადიონიდან, სადაც ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა. მატჩი საბოლოოდ თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
თამაშს არაერთი ქართველი და თურქი გულშემატკივარი ესწრებოდა. მათ შორის იყო წყვილი, რომლებმაც წლების წინ ქართულ-თურქული ოჯახი შექმნეს. სოფი კერესელიძე და აპი არსლანი გერმანიაში, საკუთარ ქვეყნებს გულშემატკივრობდნენ.
ნახეთ ვიდეო