„ცაკალელო ფაშისტუკებო… მაგრად „გვკიდია“, რას დაწერთ ჩვენზე… ეტყობა, მშობელი მართლა ბრმაა, მე მომწონს ჩემი შვილი და…” – რას პასუხობს სტეფანე მღებრიშვილი იმ მოქალაქეებს, რომლებიც მის შვილს აკრიტიკებენ ?

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მისი შვილის, ფანიკო მღებრიშვილის მიერ ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც ის ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრობს.

სტეფანე მღებრიშვილი იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც აღნიშნული ვიდეოს კომენტარების ველში მისი შვილის მისამართით კრიტიკულ ტექსტებს წერენ:

„ოჯახში ერთი ადამიანი მაინც დაგვიტოვეთ. ფაშისტი – თქვენი საყვარელი სიტყვა კი არის, მაგრამ დაგესესხებით, ცაკალელო ფაშისტუკებო… მაგრად „გვკიდია“, რას დაწერთ ჩვენზე, ცოცხლებსაც და ვინც ჩვენთან ერთად აღარ არის, იმათაც“, – წერს სტეფანე მღებრიშვილი.

ამასთან მომღერალი, ამავე სტატუსის კომენტარების ველში აღნიშნავს: „ეტყობა, მშობელი მართლა ბრმაა, მე მომწონს ჩემი შვილი და ძირითადად მახინჯს უწერენ“, – წერს სტეფანე მღებრიშვილი.