საჩხერეში, თანატოლის მიერ მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა ცნობილია. ის გიორგი მაისურაძეა.
მომხდართან დაკავშირებით, გორისის საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„თანავუგრძნობთ ოჯახს და გამოვთქვამთ უდიდეს მწუხარებას გიორგის გარდაცვალების გამო. ეს არის მოუშუშებელი ტკივილი მისი მშობლიური სკოლისა და ყველა ახლობელი ადამიანისთვის, ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია მის მომღიმარ და სიყვარულით სავსე თვალებს. ის მართლაც იყო გამორჩეულად პოზიტიური, ზრდილობიანი, თავმდაბალი და კეთილი…“ – ვკითხულობთ პოსტში.
ცნობისთვის, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გიორგი მაისურაძე ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
წყარო : პრაიმტაიმი