ულამაზესი დედა, მეზღვაური ქმარი და ბედნიერი ოჯახი – ვინ არის რეალურად ბათუმელი მოდელი, რომელსაც მონიკა ბელუჩის ადარებენ

ბათუმელ მოდელს, ლორენა ზოიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. ლორენას ხშირად ქართველ მონიკა ბელუჩისაც უწოდებენ.

ლორენას მეუღლე გივი ტაბაღუა მეზღვაურია.

ამჯერად მშვენიერი მოდელი დედასა და შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. სამი თაობა ერთი ოჯახიდან – ფოტოები სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს. 

ნახეთ ლორენას ფოტოები მეუღლესთან და დედასთან და შვილთან ერთად.