მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილი ლენუკა ყიფშიძე შვილთან ერთ-ერთ დილის გადაცემას სტუმრობდა. ნიკუშა ნინუა ეკრანზე იშვიათად ჩნდება და ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, მის შესახებ ცნობილი თითქმის არაფერია.
„23 წლის ვარ, კალათბურთს ვთამაშობ, ვმუშაობ. ცხოვრებაში სულ მეკითხებოდნენ, მსახიობობაზე ვფიქრობდი თუ არა. ოჯახიდან გამომდინარე, სულ მესმოდა ეს კითხვა, მაგრამ სცენაზე ყოფნა და საჯაროდ გამოჩენა, ჩემი ინტერესი არ არის, მაგრამ თუ დედა მთხოვს, რომ სადმე ინტერვიუსთვის გავყვე, აუცილებლად შევუსრულებ.
ბებია (დედის დედა) ჩემთვის დედასავით იყო. როგორც ლენუკასთან ვარ, ასე ვიყავი ბებიასთანაც. ბაბუა ყველაზე მეტად მათამამებდა. არ არსებობდა, რამე მეთხოვა და არ შეესრულებინა. ყველა რომ ჩემ წინააღმდეგ ყოფილიყო, ბაბუა ჩემკენ იქნებოდა. ძალიან ვაფასებ ბაბუას და ძალიან მიყვარს. ბაბუს და ბებოს მე და ნატალია სულ დავყავდით სასეირნოდ კუს ტბაზე, ლისის ტბაზე, გადაღებებსა და რეპეტიციებზეც. როცა ერთი წუთი მაინც გამოუჩნდებოდა, გამოდიოდა და ჩვენთან ერთად იყო.
ნატალიასა და ჩემ შორის მცირე სხვაობაა ასაკში. ყველაფერს მიყვება ხოლმე, მეც ვუყვები, ერთად გავიზარდეთ. დედასთან ერთად თავისუფალ დროს გარეთ გავდივარ საჭმელად, ძაღლის გასასეირნებლად“, – ამბობს ნიკუშა ნინუა.
ნახეთ ფოტოები.