თურქული სერიალი “შერბეთი” საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სერიალის ერთ-ერთი გმირი მსახიობი მიუჯდე უსმანია, რომელიც ბრწყინვალედ ასრულებს თავის როლს.
39 წლის უსმანი 1984 წლის 26 სექტემბერს სტამბოლში დაიბადა.
მსახიობობის გარდა ის მოდელია და პირველი წარმატება სამოდელო სამყაროში 2001 წელს მოიპოვა.
სამსახიობო კარიერაში აქტიურად ჩართულია 2010 წლიდან.
როგორც თურქული პრესა იუწყება, წლების წინ ცნობილ მომღერალს მურატ ბოსს ხვდებოდა.
განსაკუთრებული სკანდალებით გამოირჩა უსმანის ურთიერთობა ცნობილ თურქ მუსიკოსთან ოგუზან იუგურთაბ. წყვილი რამდენჯერმე დაშორდა და შერიგდა.
ბოლო ინფორმაციით, მათ მესამედ იჩხუბეს და ამჟამად აღარ არიან ერთად.
ამ ეტაპისთვის მსახიობი მარტოა და მთლიანად გადაღებებზეა კონცეტრირებული.
წყარო : Elnews.ge