ოზურგეთში ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში ჩაცხრილეს

ოზურგეთში ორი მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში ჩაცხრილეს, - ინფორმაციას GPB ავრცელებს. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფაქტი, ქურდულ სამყაროს წევრთა დაპირისპირების გამო, ე.წ საქმის გარჩევისას მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.