ევროკავშირი საქართველოსთვის როუმინგის გადასახადის გაუქმებას გეგმავს

ევროკავშირის ოფიციალური პირები საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლოდვასთვის როუმინგის გადასახადის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი ავრცელებს.

როგორც იოზვაკი წერს, შესაბამისი განხილვები ევროკავსირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ნოემბერში იქნება განხილული.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში როუმინგის გადასახადი 15 ივნისს გაუქმნდა. აქედან გამომდინარე, ევროზონი მოქალაქეებს ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ქვეყნებში მოგზაურობის დროს დამატებითი საფასურის გადახდა არ უწევთ.