ვიქტორ სანიკიძემ კარიერა დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვიქტორ სანიკიძე ნაკრებიდან წავიდა, - ამის შესახებ სპორტსმენი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

სანიკიძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და მომავალ თაობას წარმატება უსურვა. 

"ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში ...
ყველაზე დიდი სიმდიდრე , ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი რაც მე მერგო წილად , არის ქართველი ხალხის სიყვარული , გულშემატკივრის თანადგომა , რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე , თითოეულ გამართულ მატჩზე .. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები , ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს , ჩემს ძმებს , ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია , მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში. კალათბური იყო , არის და იქნება ჩემი ნაწილი , მინდა პირობა მოგცეთ , რომ სადაც არ უნდა ვიყო , რასაც არ უნდა ვაკეთებდე , ყოველთის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკვარი 

დღეიდან მეც თქენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ , რადგან ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორცმენისთვის ... მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას.
დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს !", - წერს სანიკიძე.