ფრიდონ ფუტკარაძე გაზსადენზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტი - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება ხელს შეუწყობს ერთის მხრივ მთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას, მეორე მხრივ სამთო ტურიზმის განვითარებას და მთის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას. ბუნებრივი აირის არსებობის პირობებში დაიზოგება ტყის რესურსი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მეწყრული პროცესების შეჩერებაა.გაზსადენი სამ მუნიციპალიტეტს: ხელვაჩაურს, ქედასა და შუახევს უზრუნველყოფს ბუნებრივი აირით. გაზსადენის გზა სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი - ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას.

გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია,რომელიც 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია.პროექტი 2019 წლის 1 მარტს უნდა დასრულდეს.

გაზსადენის მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოებს ხიჭაურის მიმდებარე ტერიტორიაზე შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე გაეცნო.

 

(NS)