ლინდსი ლოჰანი ლონდონის მოდის კვირეულზე ჰიჯაბით მივიდა

ამერიკელი მსახიობი და მოდელი, ლინდსი ლოჰანი ლონდონში მოდის კვირეულზე ჰიჯაბით მივიდა. 

ადრე მედიაში  ვრცელდებოდა ინფორმაცია,  რომ ლოჰანმა 2015 წელს ისლამი მიიღო. შემდეგ, მსახიობი ყურანითაც დააფიქსირეს. თუმცა მაშინ მან განაცხადა რომ ყურანი საუდის არაბეთში მცხოვრებმა მეგობრებმა აჩუქეს.

ლონდონში მოდის კვირეულის ფარგლებში მუსლიმმა დიზაინერებმა ალტერნატიული ჩვენება Modest Fashion Week-ი გამართეს. მოდელებმა მუსულმანური სამოსი - ჰიჯაბები, აბაიები და სხვა თავსაბურავები წარმოადგინეს.