კონჩიტამ განაცხადა, რომ შიდსით არის დაავადებული

კონჩიტა ვურსტის ფსევდონიმით ცნობილმა ავსტრიელმა მომღერალმა ტომ ნოივირტმა აღიარა, რომ ის შიდსით არის დაავადებული. ამის შესახებ მან Instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

კონჩიტას თქმით, ის ამ დიაგნოზით უკვე მრავალი წელია ცხოვრობს. მომრერალმა ასევე აღნიშნა, რომ ამ თემნაზე საჯაროდ საუბარი არ სურდა, თუმცა ყოფილი შეყვარებული ამბის გამოაშკარავებით ემუქრებოდა. 

"არავის მივცემ უფლებას დამაშინოს და ჩემს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს"- დაწერა მომღერალმა და მხარდაჭერისთვის ოჯახს, მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა.